"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია, სესიებზე მივალ. პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება "ლეიბორისტული პარტიის" პარლამენტში შესვლაზე. ჩვენ რეჟიმის ჩამოშლა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით უნდა დავიწყოთ. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა "ლეიბორისტული პარტიის" პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ აღნიშნული მოთხოვნები. ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მე პარლამენტის ხელფასი არ მიმიღია,"- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.