16 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"ჩვენ არ ვართ რუსეთი, სადაც ადამიანები 20 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან" - სოზარ სუბარი სამთავრობო ცვლილებებზე

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს მმართველ გუნდში აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას საქმიანობაზე და ახალი მინისტრის პრიორიტეტებზე საუბრობენ.

"საქართველო სწორედ ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდში გახდა მოწინავე ქვეყანა მთელს ევროპაში მოსახლეობის გაზიფიცირების კუთხით. მარტო ბოლო 3 წლის განმავლობაში, 90 000-მა ახალმა აბონენტმა მიიღო გაზი. თუმცა, გარკვეული ცვლილებები ყოველთვის ხდება. ჩვენ არ ვართ რუსეთი, სადაც ადამიანები 15-20 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან შეუცვლელად. ნათია თურნავა ჩვენი გუნდის წევრად რჩება. ხოლო რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მან სოფლის მეურნეობაში მართლაც სისტემური ცვლილებები განახორციელა," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. 

შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა განცხადება გუშინ გააკეთა. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე კი, ოთარ შამუგია დაინიშნა.

დღის ამბები