16 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის - "ლეიბორისტების" ლიდერის გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის. მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა.

პარალელურად, პარლამენტში დაწყებულია პროცედურა მისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტაზე. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტს ამ რეკომენდაციით უკვე მიმართა, მიზეზად გაცდენები სახელდება. შალვა ნათელაშვილი არცერთ სხდომას არ დასწრებია. გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები სამშაბათს მიიღებენ.

"ის გახლავთ პარლამენტის წევრი 2020 წლის 11 დეკემბრიდან, როდესაც მოხდა მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, ასე რომ ის კი არ შემოდის, ის მთლიანი ეს პერიოდი აცდენდა სამსახურს. რაც შეეხება უფლება-მოსილების შეწყვეტის საკითხს. იცით რომ საპროცედურო კომიტეტმა განიხილა მისი და სხვა დეპუტატების საკითხი და აქვს დადებითი დასკვნა ამასთან დაკავშირებით . გადაწყვეტილებას რაც შეეხება ეს უკვე იქნება ცალკეული  პოლიტიკური ჯგუფების მიერ მისაღები , პარლამენტის სხდომაზე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები