დეპუტატები დღეს ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს მოუსმენენ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთან გასაუბრება ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტზე დილიდან იგეგმება. ხელისუფლების ოპონენტები პროცესს სპექტაკლად მიიჩნევენ, იმედი არ აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პირები საქმეს ობიექტურად მოეკიდებიან და მათ მხარდაჭერას არ აპირებენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ენმ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ თანამდებობებზე "ქართული ოცნების" მიერ მართული პირები დაინიშნებიან.
გოცირიძის ამ შეფასებას ეთანხმება "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, თუმცა, აცხადებს რომ ისინი პირიქით - აქტიურად ჩაერთვებიან გასაუბრების პროცესში, რათა ეს ყველაფერი საზოგადოებისთვისაც თვალსაჩინო გახდეს.