16 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
ორად გაყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - მმართველი პარტია პროცესს დადებითად აფასებს და ხელმძღვანელობის კანდიდატების მოსასმენად ემზადება

ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებას და მის ორად გაყოფას დამოუკიდებელ ინსტიტუტზე თავდასხმად აფასებს, რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მიმდინარე პროცესთან უმრავლესობას.

მმართველ გუნდში აქცენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებული კანდიდატების პროფესიონალიზმზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მოსმენების შემდეგ კენჭისყრისას მიიღებენ.

რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს - ემზარ გაგნიძესა და კარლო კაციტაძეს კანონმდებლები მომავალ კვირას მოუსმენენ.

დღის ამბები