16 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
ქართული დელეგაციის წევრები ლონდონში სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. შალვა პაპუაშვილისგან განსხვავებით, ლონდონში შეხვედრებს განაგრძობენ ქართული დელეგაციის სხვა წევრები.

დღეს დაგეგმილია დეპუტატების მისვლა ოქსფორდის უნივერსიტეტში. დელეგაცია დაათვალიერებს უორდროპების ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციას. ასევე, შეხვედრა გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართული პროგრამის ხელმძღვანელთან კრისტოფერ გერისთან, რომელსაც დაესწრებიან ქართველი მკვლევარები, სტუდენტები და უცხოელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას.

ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა კი დელეგაციამ ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელთან და საერთაშორისო თემებზე მომუშავე ექსპერტებთან გამართა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი იყო. დღის ბოლოს მეგობარი ქვეყნის ელჩებთან სამუშაო ლანჩი გაიმართა.

"გვქონდა შეხვედრა ლონდონის სავაჭრო პალატაში, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე. ვუთხარით იმ საგადასახადო შეღავათებზე, რომელიც საქართველოში არსებობს უცხოური ინვესტიციებისთვის. მას შემდეგ, რაც პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესდება, ლონდონის სავაჭრო პალატიდან მივიღებთ სხვადასხვა ბიზნესებისგან შემდგარ დელეგაციას, რომელსაც გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს,"- აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. 

დღის ამბები