აუცილებელია, ფუნდამენტურ პრინციპებზე მაინც მოხდეს შეთანხმება - ასე ეხმიანებიან ოპოზიციონერი დეპუტატები ეროვნული შერიგების პროცესს.
"ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ ეროვნული შერიგებისთვის ჯერჯერობით ქვეყანაში მზაობა არაა და ამისთვის ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. თუმცა შესაძლებელია ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მეტი გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და იმ საკითხებში, რაშიც მმართველ გუნდს არ ეთანხმება, გამოსწორების სტრატეგია დასახოს.
პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად მიიჩნევენ უმრავლესობაში, თუმცა ოპოზიციისგან კონკრეტულ შედეგს არ ელოდებიან.