ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება თეა ახვლედიანი. სახელმწიფო მინისტრი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის რიგით მე-10 სხდომას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე - მათ შორის, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრ შეზღუდვებზე, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე.
სიტყვის გამოსვლის დროს მინისტრმა აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან ინტენსიური ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზეც.
თეა ახვლედიანმა ევროპელ დეპუტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.