16 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
რას ნინო მოითხოვს ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით - ომბუდსმენი ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდება

სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR​) დასკვნას ელოდება.

ნინო ლომჯარიას თქმით, შესაბამისი თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციას მათ უკვე მიმართეს. საკითხზე ომბუდსმენის აპარატს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილი აქვს. ისინი ამტკიცებენ, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

სახალხო დამცველი ასევე მოითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად შექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა დანიშვნის პროცესი შეჩერდეს.

დღის ამბები