რომ გვცოდნოდა, პუტინი კრემლში 2022 ან 2030 წლამდე დარჩებოდა, შესაძლოა ქართველებისა და უკრაინელებისთვის 2008 წელს გვეთქვა, რომ NATO-ში ვიღებთ - აღნიშნული განცხადება ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.
მან ბუქარესტის სამიტზეც ისაუბრა, სადაც პუტინის და ბუშის საუბარი გაიხსენა. როგორც ტომას ილვესი ამბობს პუტინმა ბუშს უთხრა რომ უკრაინა სახელმწიფო არ არის, რამაც შტატების პრეზიდენტის გაოცება გამოიწვია.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით გადაწყვეტილება, უკრაინისთვის და საქართველოსთვის არ გაღებულიყო წევრობის კარი, ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ მიიღეს, რომლებმაც თქვეს – არა.
მისივე თქმით პოლონეთის პრეზიდენტს გერმანიის დელეგაციასთან კამათი მოუვიდა, რის შემდეგაც კომპრომისი შემუშავდა, რომლის მიხედვით გაიცა ორი სახელმწიფოს გაწევრიანების პირობა კონკრეტული თარიღების დასახელების გარეშე.
როგორც ტომას ილვესი ამბობს ამ გადაწყვეტილებამ პუტინს მწვანე შუქი აუნთო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში ნებისმიერი ქმედების ჩადენისთვის.