16 ნოემბერი 2024,   06:15
ვრცლად
ადვოკატების ცნობით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშილი დაზარალებულად ცნო - რა შეფასებები მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშილი დაზარალებულად სცნო, თუმცა უკრაინის პროკურატურის ოფიციალურ ვებ გვერდზე მსგავსი ინფორმაცია ჯერჯერობით არ იძებნება. 

საკითხზე შეფასებები უკვე გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში.

"ვინაიდან "ქართული ოცნების" პროკურატურა არ ახორციელებს ამ საქმის ადეკვატურ გამოძიებას და არ აწვდის შესაბამის ინფორმაციას უკრაინულ მხარეს, ამის ფონზე აბსოლუტურად გასაგები არის უკრაინის გენერალური პროკურატურის მოქმედება. მათ აღძრეს საქმე, მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად სცნეს. მეტიც, უკრაინის რადას განიხილავს შესაძლებლობას საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის, ამიტომ საერთაშორისო სკანდალი მწიფდება და "ქართულ ოცნებას" მოუწევს ანგარიშის გაწევა," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი შეფასებით, უკრაინას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს დღის წესრიგში, ვიდრე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტია.

"უკრაინის სახელმწიფოს დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს დღის წესრიგში, რომლის გადაწყვეტის საკითხში ბუნებრივია ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო უკრაინას მხარში უდგას, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის [მიხეილ სააკაშვილის] საკითხი," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები