პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტზე, პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. დეპუტატები ლელა ჯანაშვილსა და თამარ ალფაიძეს უსმენენ.
პირველი კანდიდატი, რომელსაც დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს ლელა ჯანაშვილია. "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, რატომ ფიქრობს კანდიდატი, რომ სისტემა მას დამოუკიდებლად მოქმედების სესაძლებლობას მისცემს.
"რატომ ფიქრობთ, რომ თუ თქვენ აგირჩევენ და თქვენც იქნებით დამოუკიდებელი თქვენს საქმიანობაში, თქვენი უფლებამოსილების ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას მოგცემენ. თქვენ იქ არ მიდიხართ თეორიული კვლევებისთვის, თქვენი სამსახური, მარტივად რომ ვთქვათ, იქნება სისტემასთან ჭიდილი. თქვენი ძირითადი გამოწვევა იქნება, რას უშვრებით იმ სისტემას, რომელიც დღეს ყველა ადამიანის საძინებელშია დამონტაჟებული. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მარტო იქნებით ამ ბრძოლაში, სხვა სახელმწიფო უწყებები თქვენს გვერდით არ დადგებიან,"-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ეკატერინე ხერხეულიძის კითხვა ეხებოდა იმას, დაინტერესდება თუ არა კანდიდატი, რატომ შეუწყდა ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე და რატომ გაუჩნდათ სურვილი იმ პროცესში მონაწილეობის, რაზეც საზოგადოებაში კითხვები არსებობს.
"ქართული ოცნების" წევრის, ლადო კახიძის კითხვა სოციალური ქსელის მეშვეობით პერსონალური ინფორმაციის დარღვევის საკითხს ეხებოდა.
"დღეს სოციალურ ქსელში ყველანაირ პერსონალურ ინფორმაციას გაიგონებ დაავადების ბიულეტენიდან დაწყებული, ყოფითი ქცევებით დამთავრებული. რამდენად სწორად მიგაჩნიათ და აქცევთ თუ არა ამ ინფორმაციას პერსონალური ინფორმაციის კანონის დარღვევად. დაცემინებიდან დაწყებული, რა ფერის საცვალი აცვია, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით დამთავრებული ერთმანეთზე, ითვლება თუ არა კანონის დარღვევად,"- განაცხადა ლადო კახაძემ.