16 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
რას ფიქრობს ლელა ჯანაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ფუნქციების გაყოფაზე - კანდიდატმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლელა ჯანაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უკვე უპასუხა.

ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომლის გამოც, მისი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციების გაყოფა გამართლებული იყო. 

"განუხრელად ვიხელმძღვანელებ იმ პრინციპებით, როგორიცაა დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. დიდი სურვილია, რომ სამსახური იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი.
რაც შეეხება კითხვას, რომ დაჩქარებული წესით მოხდა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ფუნქციების გაყოფა, გარკვეულწილად, იყო ერთგვარი საფრთხე იმისა, რომ ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ახორციელებს კანონიერების დაცვას პერსონალური მონაცემთა დაცვაზე, მათ შორის, პროკურატურის ორგანოებში და, მეორეს მხრივ, როდესაც პროკურატურის ორგანოები მას უწევენ პროცესუალურ ზედამხედველობას საგამოძიებო პროცესის წარმართვისა. ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ეს გაყოფა მიმაჩნია მნიშვნელოვნად,"- აცხადებს ლელა ჯანაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები