პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობის ერთ-ერთ კანდიდატთან, თამარ ალფაიძესთან გასაუბრება დასრულდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კანდიდატს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჰკითხეს, როგორ აფასებს პროცესს, რის შედეგადაც დაჩქარებული წესით გაიმიჯნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები, რაზეც კანდიდატმა უპასუხა, რომ საკითხს უდგება ინსტიტუციურად და არა პერსონიფიცირებულად.
"ეს არის ინსტიტუციური პროცესი ჩემთვის და არა პერსონიფიცირებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ალბათ მოხდა იმიტომ, რომ ინსტიტუციურად საჭირო იყო ამ ორი რგოლის ერთმანეთისგან განცალკევება, ასევე იყო თავიდანვე მოაზრებული, მე თვითონ ვსვამ კითხვას - რატომ შეერთდა თავის დროზე?
იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა, იმის იმედი მაქვს, რომ ინსტიტუციურ საკითხს უფრო დავალაგებთ მომავალში და გაზაფხულდება პირველი მარტიდან. იმედი მაქვს, რომ პირველი მარტიდან გაზაფხულდება მთელს საქართველოში,"-განაცხად კანდიდატმა.