მიხეილ სააკაშვილის ქართველი და უკრაინელი ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის საგამოძიებო ორგანომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
"ქართული ოცნების" წევრის ალუდა ღუდუშაური თქმით, საქართველოს სააკაშვილთან მიმართებაში უწყებებს ძალაუფლებისთვის არ გადაუჭარბებიათ, პირიქით ეს სააკაშვილის უკრაინაში დაკავების დროს მოხდა.
"სააკაშვილი ყველამ კარგად ვიცით, როგორ ათრია თმებით უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა. ამასთან დაკავშირებით თუ აქვთ კითხვები, თორემ საქართველოში რაიმე სახის წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი ზედმეტი და კომიკურია. ამოვიღოთ კადრები წარსულში უკრაინაში რომ დააკავეს და ის კადრებიც, როდესაც საქართველოში დააკავეს. ბოლო ჭიქაც კი დაალევინა ჩვენმა სამართალდამცველმა, როდესაც აკავებდნენ, როგორც ჩანს ხინკალი აღარ ჰქონდათ," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება რუსთავიდან გლდანის ციხეში სააკაშვილის ეტაპირების დროს განვითარებულ მოვლენებს.