ამერიკელებმა უკრაინა სასწრაფოდ, უახლოესი 24-48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ - განცხადებას თეთრი სახლი აკეთებს.
მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.
"ყველა ამერიკელმა, რომელიც იმყოფება უკრაინაში, რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა დატოვოს ქვეყანა, ნებისმიერ შემთხვევაში 24-დან 48 საათამდე პერიოდში" - განაცხადა სალივანმა.
"ჩვენ, როგორც ჩანს არ შეგვიძლია მომავლის განსაზღვრა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ რისკი და მუქარა ამჟამად საკმაოდ მაღალია," - დასძინა მრჩეველმა.
ჯეკ სალივანის განცხადებითვე, ყველა ამერიკელი, ვინც ახლა უკრაინაში დარჩება, საკუთარ თავზე იღებს რისკს ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ აღარ ექნება სხვა საშუალება ქვეყანა დატოვოს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.
წყარო: CNN