27 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
ბაიდენსა და პუტინს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართება, დაგეგმილია მაკრონი-პუტინის სატელეფონო საუბარიც

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართება. დღესვე იგეგმება ვლადიმერ პუტინის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარიც.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის გამართვა ამერიკული მხარემ ითხოვა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მანამდე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ორ პირს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართებოდა, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია. 

შეგახსენებთ, რომ ბაიდენი-პუტინის ბოლო საუბარი დეკემბრის ბოლოს შედგა.

დღის ამბები