უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, დავით ზალკალიანისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამერიკის ელჩმა, რეგიონში არსებული უსაფრთხოება განიხილეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. საუბარი შეეხო ამერიკა-რუსეთის დიალოგს უსაფრთხოების თაობაზე და ამ პროცესში ამერიკის თანამშრომლობას პარტნიორებთან.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა შტატების მთავრობას, რუსეთთან დიალოგის ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის.