ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა რიჩარდ ოვენდენმა და აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების უფროსმა, ჯილიან ევისონმა საპარლამენტო დელეგაციასა და ელჩს სოფიო ქაცარავას უმასპინძლეს.
ვიზიტის დროს, დელეგაციამ დაათვალიერა უორდროპების ქართული წიგნებისა და ხელნაწერების კოლექცია.
ასევე, შეხვედრა გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტში ქართული პროგრამის ხელმძღვანელთან კრისტოფერ გერისთან, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი მკვლევარები, სტუდენტები და უცხოელ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის კონკრეტული ინიციატივები.