პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში "ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PfP) ფარგლებში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი დასრულდა. ქართველ და უცხოელ სამხედროებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცეს.
ღონისძიებას პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ატაშეები - პოლკოვნიკი ადამ აუდჟიეჟი, მაიორი სერჰიი კრავჩუკი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი საქართველში, პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დაესწრნენ.
ზამთრის შუალედურ სამთო კურსში 9 სამხედრო მოსამხახურე მონაწილეობდა, მათ შორის 3 პოლონელი, 2 უკრაინელი და 4 ქართველი. კურსი ერთი თვის განმავლობაში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
კურსის ბოლო კვირას სამხედროებმა ყველა შესწავლილ მიმართულებაში შესაბამისი პრაქტიკული ტესტი ჩააბარეს, რის მიხედვითაც მათ საბოლოო კვალიფიკაცია მიიღეს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს რეკომენდაცია გაეწიათ, მონაწილეობა მიიღონ ზაფხულის მაღალი მთის კურსში.