პარლამენტში პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი იქმნება. ინიციატორი "სტრატეგია აღმაშენებელია".
გიორგი ვაშაძის განმარტებით, ცენტრი პენსიონერების უფლებრივ მდგომარეობას დაიცავს. დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის აღება სურთ, ორშაბათიდან იურიდიული კონსულტაციის მიღება შეეძლებათ. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.
ინიციატივაზე, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც.
"ის, რომ ჩვენ ვამბობთ ოპოზიციასთან ჯანსაღ ურთიერთობას, ამის მიზეზი არის ის, რომ ნაყოფიერი მუშაობა მივიდა იმ პოზიტიურ შედეგამდე, რასაც ჰქვია პენსიონერებისთვის საპენსიო სესხის პროცენტის დაკლება საკმაოდ მნიშვნელოვნად. თუ ოპოზიცია შეძლებს ჯანსაღად მიუდგებიან ნებისმიერ საკითხს, ჩვენ მზად ვართ მათთან ჯანსაღად ვიურთიერთოთ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭრაშვილი.