წლის ბოლოს რუსთავში, სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდება. შენობა 2 სართულიანი იქნება და 1500 მაყურებელზე გათვლილი დახურული სპორტული დარბაზი მოეწყობა. ის მრავალფუნქციური იქნება და სივრცის გამოყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის იქნება შესაძლებელი - მათ შორის კრივისთვის, კალათბურთისთვის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთისთვის.
კომპლექსს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს.