16 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია - ირაკლი კობახიძე 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ შემაშფოთებელია არსებული მდგომარეობა და ისინი იმედს იტოვებენ, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა მისივე თქმით, რისკი საკმაოდ მაღალია. 

"ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც უკრაინაშია. გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები მაინცდამაინც კარგი არ არის. ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები საკმაოდ მაღალია,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ საქართველოს საგარეო უწყება ყველაფერს აკეთებს იზრუნოს უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე:

"ყველა ქვეყნის საგარეო უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავის მოქალაქეებზე იზრუნონ. ჩვენი საგარეო უწყებაც ამას აკეთებს და ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, ხაზზე არიან,"- აღნიშნავს მამუკა მდინარაძე. 

 

დღის ამბები