27 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
ჭამის დროს ტელევიზორის ყურება რიაზანის მიტროპოლიტმა უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა

რიაზანის მიტროპოლიტმა ჭამის დროს ტელევიზორის ყურება უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა. ვიდეო, რომელშიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი რუსებს მოუწოდებს რომ ამ ორი საქმიანობის ერთად გაკეთებაზე უარი თქვან ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა.

სასულიერო პირის თქმით, მედიის სკანდალური სათაურები ადამიანებს აშინებს და დეპრესიაში აგდებს. მიტროპოლიტმა მისი ახლობლის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჭამის დროს ტელევიზორის ყურებისას ქალი ემოციურად აღიქვამდა ახალი ამბების შემაშფოთებელ სათაურებს, რის შედეგადაც მის ორგანიზმს შვილებს გაჩენის შიში გაუჩნდა. სასულიერო პირის მტკიცებით მას შემდეგ კი რაც ოჯახის ახლობელმა მოძღვარმა ქალს ურჩია ტელევიზორის ყურება შეეწყვიტა, ის დაორსულდა და 3 შილის დედაა.

დღის ამბები