16 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი მოვლენების შესაბამისად გადაწყდება

უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია და საკონსულოები რამდენიმე ქალაქში, საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამოქმედდა ცხელი ხაზი. საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ევაკუაციის საკითხი მოვლენების შესაბამისად გადაწყდება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს კელი დეგნანს შეხვდა, რომელზეც მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იყო.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ომის თავიდან ასაცილებლად. 

"უპირველესად, ყველაზე ნაკლებად უკრაინას და უკრაინელ ხალხს სჭირდება ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოწოდებაა ყველას მიმართ, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ეს აბსოლუტურად უაზრო საბრძოლო მოქმედებები თავიდან ავიცილოთ. საერთაშორისო თანამეგობრობამ, ბუნებრივია საამისოდ ყველაფერი უნდა გააკეთოს,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.   

დღის ამბები