16 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
"რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში ფართომასშტაბიან ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს" - გამოიღებს თუ არა შედეგს ბაიდენი-პუტინის მოლაპარაკება

მოსკოვმა ვაშინგტონისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო იმ მძიმე დანაკარგებისა და შედეგების შესახებ, რომლებიც უკრაინაში იტერვენციიას მოჰყვება. ლიდერების სატელეფონო კომუნიკაცია ერთ საათს გაგრძელდა და თბილისის დროით 21:06 საათზე დასრულდა.

"პრეზიდენტებს შორის საუბარი იყო პროფესიონალური და არსებითი, თუმცა არ ყოფილა ძირეული ცვლილებები იმ დინამიკაში, რომელიც რამდენიმე კვირაა ვითარდება" - ასე შეაფასა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, ჯო ბაიდენს და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო მოლაპარაკება მედიასთან საუბრისას.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაიდენმა გააფრთხილა პუტინი, ამერიკის და მისი მოკავშირეების გადამწყვეტ პასუხზე და რუსეთისთვის მძიმე საფასურის დაწესებაზე.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შეერთებული შტატები, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გადამწყვეტად უპასუხებს და რუსეთს სწრაფ და მწვავე საფასურს დააკისრებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში, ფართომასშტაბიან ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ამერიკის ადმინისტრაცია დიპლომატიის გაგრძელებით ისევ მოწადინებულია. როგორც თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, ამერიკულმა მხარემ პუტინთან საუბრისას წარმოადგინა ის იდეები, რომლებიც ამერიკის, მისი მოკავშირეების და ევროპული უსაფრთხოების ინტერესებშია.

რა ექნება დასაკარგი რუსთის პრეზიდენტს, თუკი ის უკრაინაზე თავდასხმას გადაიფიქრებს - ანალიტიკოსი რიჩარდ უეითზი ამბობს, რომ პუტინის პოზიციები დღეს რუსეთში იმდენად მყარია, რომ გადაწყვეტილების შეცვლის და უკან დახევის შემთხვევაში, მის მმართველობას გამოწვევები არ ექნება.

"ვლადიმირ პუტინს ძალაუფლება უკვე კონსოლიდირებული აქვს და მისი ოპოზიცია ნეიტრალიზებული. მე ვერ ვხედავ რამე გამოწვევას მისი მმართველობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ უკან დაიხევს. ამან მხოლოდ შეიძლება დააზიანოს მისი ხედვა ისტორიაზე, რუსეთის იმპერიის დიდი აღდგენის შესახებ. არ ვფიქრობ, რომ ის შეიძლება პრეზიდენტი აღარ იყოს, თუკი ხვალ სამშვიდობო შეთანხმებას გამოაცხადებს,"- აცხადებს უეითზი. 

ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ დაიცავენ უკრაინის სუვერენიტეტს და სახელმწიფოების უფლებას, თავად აირჩიონ უსაფრთხოების მექანიზმები.

დღის ამბები