16 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"შეხვედრებზე გვქონდა საუბარი, რომ უკრაინაში შეჭრის საფრთხე მაღალია" - ქართულმა დელეგაციამ ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა

უკრაინაში არსებული დაძაბულობა და რუსული აგრესია იყო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა დიდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრებზე. ქართველმა დეპუტატებმა საქართველოს მხარდაჭერა ოფიციალური კიევის მიმართ არაერთხელ დააფიქსირეს.

რუსეთ-უკრაინის კრიზისის გარდა, მხარეებმა იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებზეც​.

"სამი ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოების გარემო რეგიონში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ორმხრივი ურთიერთობების საქართველოსა და ბრიტანეთს შორის და ვაჭრობის განვითარება. რისკები არის ძალიან მაღალი, სწორედ ამის შესახებ გვქონდა საუბარი ბრიტანეთში, რომ შეჭრის საფრთხე მაღალია და უკრაინის სუვერენიტეტი დგას ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. 

ქართულმა დელეგაციამ ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა. 

დღის ამბები