საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება, ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს. საქართველო არის სოლიდარული უკრაინელი ხალხის მიმართ - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
"ჩვენ ვართ სოლიდარული უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა გამოხატული იქნება ჩვენს რეაქციებშიც. მთავარია დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ომი არ დაიწყება, ეს არის ჩვენი სურვილი და ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რაც შეგვიძლია ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, თუმცა ჩვენზე არ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. შესაბამისად, რეაქციები იქნება დამოკიდებული იმ მოვლენებზე რომლებიც განვითარდება უახლოესი დღეების და კვირეების განმავლობაში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.