16 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
უკრაინაში რამდენიმე ქვეყანა ავიამიმოსვლას აჩერებს - ნიდერლანდების სამეფო ავიახაზებმა ავიარეისები უკვე შეწყვიტა

უკრაინაში რამდენიმე ქვეყანა ავიამიმოსვლას აჩერებს. ნიდერლანდების სამეფო ავიახაზებმა შეწყვიტა რეისები კიევში და მისი თვითმფრინავები წყვეტენ ფრენას უკრაინის საჰაერო სივრცეში.

პარალელურად, უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი ჰონჩარენკო ფეისბუქ გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ 14 თებერვლიდან უკრაინის თავზე ფრენები წყდება.

როგორც დეპუტატი წერს, ნიდერლანდების სამეფო ავიახაზების გარდა, ფრენების გაუქმებას გეგმავს "ეარ ფრანსის"-იც. გარდა ამისა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ გაგზავნა შეტყობინება, რომ ხვალიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში მყოფი თვითმფრინავების სამოქალაქო დაზღვევა შეწყდება.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინის ცა ღია რჩება.

დღის ამბები