16 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
შეუნარჩუნდება თუ არა მანდატი სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - ვის რა პოზიცია აქვს პარლამენტში გადაწყვეტილების მიღებამდე ორი დღით ადრე

სამი ოპოზიციონერი დეპუტატი კოლეგების გადაწყვეტილებას ელოდება. ახლა სწორედ კანონმდებლებმა უნდა გადაწყვიტონ, შეინარჩუნებენ თუ არა ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი და ბადრი ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს.

თუ ელენე ხოშტარია საკანონმდებლო საქმიანობაზე უარს თავად ამბობს, განსხვავებულია ვითარება "ლეიბორისტული პარტიისა" და "ლელოს" ლიდერების შემთხვევაში - მათ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის გაგრძელება სურთ.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სხდომების გაცდენა და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მანდატების გასაუქმებლად საკმარისი საფუძველია. ოპონენტები კი მათ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები