25 ნოემბერი 2024,   17:14
ვრცლად
მიწისძვრის შედეგები დმანისში - ჩამონგრეულია საცხოვრებელი სახლი

მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში. ადგილზე მუშაობა ღამითვე დაიწყეს მერიის შესაბამისმა კომისიამ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის დადგენის შემდეგ ის კოჯაევის ოჯახს სრულად აუნაზღაურდება.

დმანისის მერი ამბობს იმასაც, რომ მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შემდეგ, ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა, პრობლემა დროულად მოგვარდა.

მიწისძვრა საქართველოში გუშინ ღამით მოხდა, სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი სოფელ სამებასთან მდებარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები