თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე საქართველომ მაღალი რანგის სატესტო ღონისძიებებს უნდა უმასპინძლოს. ამ მიზნით, წელს ბაკურიანში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება.
ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს 19-20 თებერვალს, ასევე 3-დან 7 მარტის ჩათვლით კომფორტული ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ - ღონისძიებას „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს.