28 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
მგზავრს, რომელმაც პილოტის კაბინაში შესვლა სცადა, ბორტგამცილებელმა ​თავში ყავის მადუღარა ჩაარტყა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

უმართავი მგზავრის გამო ამერიკის ავიახაზების თვითმფრინავი კანზას-სიტიში ავარიულად დაეშვა. რეისი ლოს-ანჯელესიდან ვაშინგტონში მიემართებოდა, რა დროსაც ბორტზე მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა პილოტის კაბინაში შესვლა და თვითმფრინავის კარის გაღება მოინდომა.

თვითმხილველის ინფორმაციით, უმართავი მგზავრის მოგერიება ბორტგამცილებელმა ყავის მადუღარის თავში ჩარტყმით შეძლო. ინციდენტის შემდეგ, პირი FBI-მ დააკავა. დარჩენილი მგზავრები კი სხვა რეისზე გადასვეს.

დღის ამბები