5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რეფორმების ჯგუფი პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით კიდევ ერთხელ მიმართავს.
საკანონმდებლო ორგანოს პროექტი, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 14 თებერვლის ბიუროს სხდომაზე წარედგინება.
5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესები გრძელდება.
დღეს ჟურნალისტები გამოიკითხებიან, მათ შორისაა "რუსთავი 2-ის" კორესპონდენტი, თამარ თათარაშვილი.
"ჩემი ეპიზოდი ეხება მოპედის დაჯახების პერიოდს, უშუალოდ, 5 ივლისს, როდესაც ვაშუქებდით ამბავს, კონტრაქციას, ამ დროს ბევრმა ადამიანმა იძალადა. არა მარტო, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტზე. დღეს სრულად გავიხსენებ იმ პროცესს, იმ ეპიზოდებს, რაც განვითარდა 5 ივლისს რუსთაველზე და მოვუყვები მოსამართლეს, თუ როგორ ძალადობდნენ ისინი ჩვენზე,"- ამბობს თამარ თათარაშვილი.