16 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" "ოცნებას" მოუწოდებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობაზე მათ კანდიდატს დაუჭირონ მხარი - რას პასუხობენ მათ მმართველ გუნდში

პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, რომ  ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობაზე მათ კანდიდატს დაუჭირონ მხარი და პირობას იძლევიან, რომ გახარიას გუნდი მნიშვნელოვან პოზიციებზე მათ კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

"ზუგდიდის საკრებულოში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლო ქმედებებისა და ბოიკოტირების რეჟიმის გამო, 2 თვეზე მეტია საკრებულო ვერ მუშაობს და ვერ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, თანამდებობის პირების საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, დღევანდელ სხდომაზე ჩვენი გუნდი დაასახელებს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და ღიად მოუწოდებს ოცნებას მხარდაჭერისკენ," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გახარიას პარტიის შეთავაზებას მმართველ გუნდში უპასუხეს.

"სადაც გახარიას და ნაციონალურ მოძრაობას ერთად აქვს უმრავლესობა, კარგად ვხედავთ რა ვითარებაც არის, ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ და მართლაც მაშველი რგოლი აღმოჩნდა გახარია სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდებოდა, განსაკუთრებით ეს კარგად გამოჩნდა წალენჯიხაში," - აღნიშნა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

დღის ამბები