პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე, უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, უმრავლესობაში მხარს დაუჭერენ.
"სამი დეპუტატის - ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.