16 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ვის დაუჭერს უმრავლესობა მხარს საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობებზე 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. უმრავლესობა ხვალ, საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მხარს კარლო კაციტაძეს დაუჭერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე კი ლელა ჯანაშვილს. 

"საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან დაკავშირებით ცოტა გაგვიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება იმდენად კვალიფიციურ კადრებთან გვქონდა საქმე. თუმცა, საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ მხარი კარლო კაციტაძეს დავუჭიროთ. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისიც იყო, რომ ეს ადამიანი ხელმძღვანელობდა იმ დეპარტამენტს, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა შესაბამის სამსახურს. 

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობას, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს ლელა ჯანაშვილს დაუჭერს," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები