ბათუმის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს ბათუმის N4 სამაჟორიტარო ოლქში, აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში - ტაბიძისა და ქეთევან წამებულის ქუჩების მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ქალაქში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, მოისმინეს თითოეული მაცხოვრებლის საჭიროებები.