27 აპრილი 2024,   18:24
ვრცლად
ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა დაადასტურეს მზაობა, რუსეთს მძიმე შედეგები დაუწესონ, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინასა და რუსეთთან მიმდინარე დიპლომატიური ჩართულობის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს

მათ ცნობით, ლიდერებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს.

"მათ ასევე განიხილეს მიმდინარე დიპლომატიური და შეკავების მცდელობები უკრაინის საზღვრებზე რუსეთის მიერ სამხედრო ძალების მობილიზების საპასუხოდ და დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. განიხილეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი პოზიციის გაძლიერების მცდელობები და ხაზი გაუსვეს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაციას, მათ შორის მზადყოფნას, რუსეთს მძიმე შედეგები დაუწესონ, თუ ის შემდგომ სამხედრო ესკალაციას აირჩევს,"- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

"დაუნინგ სთრითის" ცნობით კი, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინაში ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს "რუსეთისთვის ხანგრძლივს კრიზისს, რაც დიდ ზიანს მოუტანს როგორც რუსეთს, ასევე მსოფლიოს. 

დღის ამბები