28 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსში გამზგავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. გამაფრთხილებელი განცხადება, უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო აქტიურობის ზრდას უკავშირდება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობაა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების საფრთხის გამო 12 თებერვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში მდებარე აშშ-ის საელჩოდან თანამშრომლობის გაყვანის განკარგულება გასცა. არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ურჩევენ, არ გაემგზავრონ ბელარუსში.

ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაციის მიზეზებს შორის უწყება ასევე ასახელებს ქვეყანაში კანონის თვითნებურად აღსრულებისა და დაკავების საფრთხეს, ასევე COVID-19-სა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

დღის ამბები