28 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
წამქეზებლური რიტორიკის ადგილი არ არის... დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს - ანტონიო გუტიერეში რუსეთ-უკრაინის კრიზისზე

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა სავარაუდო თარიღად 16 თებერვალი სახელდება. ამ ფონზე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ დაძაბულობის განმუხტვისა და ადგილზე მოქმედებების დეესკალაციის დროა:

"დაძაბულობის განმუხტვისა და ადგილზე მოქმედებების დეესკალაციის დროა. წამქეზებლური რიტორიკის ადგილი არ არის. საჯარო განცხადებების მიზანი უნდა იყოს დაძაბულობის შემცირება და არა მათი გაღვივება. მივესალმები ბოლო დროის დიპლომატიურ კონტაქტებსა და ჩართულობებს, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურების. ჩემი გზავნილი ნათელია: დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა საკითხი - მათ შორის ყველაზე გადაუჭრელი -  უნდა გადაწყდეს დიპლომატიური ჩარჩოებით. მტკიცედ მჯერა, რომ ეს პრინციპი გაიმარჯვებს,"- ამბობს გუტიერეში

დღის ამბები