16 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას მოითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" პარლამენტს მოუწოდებს, მოხდეს ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენა.

ენმ-ს წევრებმა აღნიშნული განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.

"იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით უნდა ჩამოერთვას ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით. ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალბებულ, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვექნება და გვაქვს ამაზე საუბარი, ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს. გარდა ამისა, მოვუწოდებთ, მათ შორის, "ქართულ ოცნებას", არცერთ შემთხვევაში ეს უსუსური ნაბიჯი არ გადადგათ, რომელიც მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ თქვენ გეშინიათ ოპოზიციის, გეშინიათ იმის, რაც მოხდა ზუგდიდში, რუსთავში, რაც მოხდება ბათუმში, რაც არის წალენჯიხაში. მეტი ამ ნაბიჯს უბრალოდ სხვა ახსნა და მიზეზი არ აქვს. ჩვენ უფრო გავძლიერდებით. მე არ მიკვირს ამ პოლიტიკური ძალისგან, რომელსაც ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჰყავს და ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარ კეთილდღეობასა და ჯიბეზე იზრუნოს და ქუჩაში, სიცივეში შიმშილობენ მოქალაქეები. დიახ, ჩვენ გვიწოდებენ რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენ ვიქნებით რადიკალური ყველა იმ პრინციპულ, ღირსეულ და უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც აწუხებს დღეს საქართველოს მოსახლეობას და თავისუფლება მიშას," - აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები