სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს პარლამენტის ბიუროზეც. სხდომაზე დავით უსუფაშვილმა კოლეგებს მიმართა, გადაწყვეტილების მიღების დროს გამოიჩინონ კეთილგონიერება, იხელმძღვანელონ კონსტიტუციით და კეთილი ნებით.
როგოც სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დეპუტატები მე-10 მოწვევის პარლამენტის არც ერთ პლენალურ სხდომას არ დასწრებიან, რაც საკანონმდებლო ორგანოს უპატივცემულობაა.
"დღეს გაიმართება მე-10 მოწვევის პარლამენტის 70-ე პლენარული სხდომა. ორ დეპუტატს, რომლებზეც დღეს არის საუბარი, 70 სხდომა აქვთ გაცდენილი. ეს, ჩემი აზრით, არის უპირველეს ყოვლისა უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის, როგორიც არის პარლამენტი და ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა. თუმცა, ეს საკითხი მათ საკუთარ ამომრჩევლებთან უნდა გაარკვიონ, თუმცა ვფიქრობ, არ ერთ სხდომაზე არ დასწრება, ეს არის უპატივცემულობა დემოკრატიული ინსტიტუტის, რასაც ჰქვია პარლამენტი,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.