საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებას ეხმაურება და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს:
"ღირსეული ქართველი და რაც ესოდენ იშვიათია ღირსეული პოლიტიკოსი თავის ქვეყნის ერთგული შვილი… მთიანეთს დააკლდებით და სრულიად საქართველოს,"- წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილიდეპუტატი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა.
თამაზ მეჭიაურს რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.