თამაზ მეჭიაურის შვილი ზაზა მეჭიაური, მამის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც ზაზა მეჭიაური ასევე აღნიშნავს, პანაშვიდები თბილისში, ქაშვეთის წმ.გიორგის ეკლესიაში დღეს და ხვალ თებერვალს გაიმართება რის შემდეგაც მშობლიურ თიანეთში გადაასვენებენ და კრძალავენ.
"ვაჟკაცურად იბრძოლა, მარადისობაში გადავიდა. უფალს ვაბარებთ მამა, შენ ნათელ სულს.
პანაშვიდი ქაშვეთის წმ.გიორგის ეკლესიაში 15 თებერვალს - სამშაბათს 17:00 საათიდან. 16 თებერვალს - ოთხშაბათს 17 :00 საათზე გადასვენება თიანეთში. დაკრძალვა შაბათს - 19 თებერვალს 14:00 საათზე, თიანეთი, სოფელი ჟებოტა," - წერს ზაზა მეჭიაური.