28 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
"ეს არის ფასი, რომლის გადახთისთვისაც მე მზად ვარ"- ჯოკოვიჩი აპირებს დათმოს თასები თუკი მას აცრას აიძულებენ

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამბობს, რომ ურჩევნია უარი თქვას მომდევნო საჩოგბურთო თასებზე, თუ მას კორონავირუსის საწინააღმდგეო ვაქცინით აცრას აიძულებენ. 

ამის შესახებ სერბმა ჩოგბურთელმა BBC-სთან ექსკლუზიურად განაცხადა. 

როგორც ჯოკოვიჩი ამბობს, ის არ არის ანტივაქსერი და არც უნდა ასოცირდებოდეს ანტივაქსერებთან, თუმცა მხარს უჭერს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ვაქცინაციის თაობაზე.  

ჯოკოვიჩს ჰკითხეს, გაწირავდა თუ არა ისეთ შეჯიბრებებში მონაწილეობას, როგორიცაა უიმბლდონი და საფრანგეთის ღია პირველობა ვაქცინაზე მისი პოზიციის გამო.

"დიახ, ეს არის ფასი, რომლის გადახდისთვისაც მე მზად ვარ", - თქვა მან.

გასულ თვეში, ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაადეპორტეს ავსტრალიიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ  გააუქმა მისი ვიზა ვაქცინის სტატუსის გამო.

დღის ამბები