28 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
როცა დავინახავთ რუსეთის ჯარების გაყვანას, მერე დავიჯერებთ და ვირწმუნებთ დეესკალაციას - დიმიტრო კულება  ​

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების შეიარაღებულმა ძალებმა დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს, კომენტარი გააკეთა.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კულება აცხადებს, რომ ფაქტიშ შესახებ მაშინ დაიჯერებენ, როცა სამხედროების გაყვანის პროცესს რეალურად დაინახავენ.

"რუსეთიდან მუდმივად იმის სხვადასხვა განცხადებები, ამიტომ უკვე წესად გვაქვს - როცა დავინახავთ, მერე დავიჯერებთ. დავინახავთ გაყვანას - ვირწმუნებთ დეესკალაციას," - განაცხადა კულებამ.

ამასთან, კულებას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს აღიარებს, მოსკოვი მინსკის შეთანხმებიდან დე ფაქტო და დე იურე გავა.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა რუსეთის სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების შემადგენლობაში მყოფი სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, ამ შემადგენლობებმა წვრთნები დაასრულეს.

დღის ამბები