სხდომა სასესიო დარბაზში სადაც 3 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი და მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი უხერხულია, რადგან მისივე თქმით, მამამისი ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა:
"ცოტა უხერხულია ბატონი მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომელსაც ის წარმოადგენს. ასევე მისგან უხერხულია მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი. თუ ვინმეს დააინტერესებს, შემიძლია გადავუგზავნო და მერე თქვენს "ჩათში" განიხილოთ, თუ როგორ სვამდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი მისი ოჯახის წევრი - მამა,"- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.