16 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები  - მიხეილ ყაველაშვილი ენმ-ს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე ისაუბრა. მან, "ნაციონალურ მოძრაობას" "ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები" უწოდა:

"შემოპარვა რომ გგონიათ, რომ ვაჟკაცობად უნდა ჩავუთვალოთ, ვითომ ჩამოვიდა, ჩაბარდა და სამშობლოსთვის იღწვის - კი არ ჩაბარდა, დააკავეს სააკაშვილი. ასეთი სამარცხვინო ლიდერი გყავთ და ღირსებაზე გვესაუბრებით, ასობით ადამიანის გამაუპატიურებლები.

ბატონმა დავით უსუფაშვილმა იცის ეს ადამიანი, სულ ახლახანს გარდაცვლილი მიხეილ ნანეიშვილი, რომელმაც სულ ვფიქრობდი რატომ დაარქვა ამ პარტიას უჯიშოთა ჯიში, ესენი ყველაფერს კადრულობენ,"- აცხადებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები