16 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
უკრაინელი პოლიტიკოსების მოსმენისას, რთული იყო არ შეგვრცხვენოდა საკუთარი ღირსებააყრილი ხელისუფლების - სალომე სამადაშვილი 

პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების დროს, ოპოზიციის წევრმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და მათ ვიზიტს გაუსვა ხაზი, საქართველოს ხელისუფლებას კი ამ კონტექსტში ღირსებააყრილი უწოდა. 

"უკრაინელი ხალხი საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლას აგრძელებს და უარს ამბობს პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე. ეს ღირსება ვნახეთ ჩვენ უკრაინაში ჩვენი ვიზიტის დროს, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას ვიცავდით. ღირსებისთვის მებრძოლი ადამიანები იმსახურებენ მხარდაჭერას.

უკრაინელი პოლიტიკოსების მოსმენისას, რთული იყო არ შეგვრცხვენოდა საკუთარი ღირსებააყრილი ხელისუფლების,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები